ირაკლი ღარიბაშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა

ირაკლი ღარიბაშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა

4-10-2025, 13:58 - 2025
181
       

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად იმყოფებოდა.


ის თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე განთავსებულ მე-11 საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად მივიდა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ, საარჩევნო უბანი კომენტარის გარეშე დატოვა. 

მან მხოლოდ მცირე რეპლიკით მიმართა იქ მყოფი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს და უთხრა, რომ „არიან საცოდავები“.

გარდა ამისა, ყოფილმა პრემიერმა საარჩევნო უბანზე ყოფნისას მოქალაქეებთან ერთად ფოტოც გადაიღო.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები