რუსეთს ევროპის საბჭოს წევრობა შეუჩერეს. პროცედურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივით დაიწყო.
„ევროპის საბჭომ რუსეთის წარმომადგენლობის უფლება შეაჩერა“, - წერია ევროპის საბჭოს „ტვიტერზე“ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროპული საბჭოს ცნობით, გადაწყვეტილება რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან გამომდინარე, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო. საბჭო განმარტავს, რომ აღნიშნული ღონისძიება დროებითია.
The Council of Europe has suspended Russia’s rights of representation.https://t.co/V8uUfjBkm3 pic.twitter.com/LfVLnNfvDz
— Council of Europe (@coe) February 25, 2022