გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: ირანმა ამერიკული ძალები მიზანში არ უნდა ამოიღოს, შედეგები ირანისთვის სავალალო იქნება

გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: ირანმა ამერიკული ძალები მიზანში არ უნდა ამოიღოს, შედეგები ირანისთვის სავალალო იქნება

გუშინ, 10:51 - 2025
227
       

აშშ ირანს სავალალო შედეგებით ემუქრება, თუ რეგიონში განთავსებულ ამერიკულ ძალებს საფრთხე დაემუქრებათ.
 
შესაბამისი განცხადება გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე ამერიკელმა დიპლომატმა, მაკკოი პიტმა გააკეთა.
 

„თითოეულ სუვერენულ სახელმწიფოს აქვს თავდაცვის უფლება, ისრაელი გამონაკლისი არ არის“, - განაცადა პიტმა.

 
მისივე თქმით, აშშ ინფორმირებული იყო ისრაელის თავდასხმების შესახებ წინასწარ, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ჩართული არ ყოფილა ამ დარტყმებში.
 
„ჩვენი აბსოლუტური, მთავარი პრიორიტეტი - რეგიონში ამერიკის მოქალაქეების, პერსონალისა და შეიარაღებული ძალების დაცვაა“, - აღნიშნა პიტმა.

 
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ირანმა ამერიკული ძალები მიზანში არ უნდა ამოიღოს.

„შედეგები ირანისთვის სავალალო იქნება“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა გაერო-ში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები