ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები ხელახლა გაუშვა.
IDF ისრაელის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ შემდგომ განკარგულებამდე თავშესაფარში დარჩნენ.
„მილიონობით ისრაელელი კიდევ ერთხელ მირბის თავშესაფარში, როდესაც ირანის მხრიდან რაკეტების მორიგი გაშვების შემდეგ სირენების ხმა მთელი ისრაელის მასშტაბით ისმის“, - წერს IDF.