არსებული ინფორმაციით, ირანის თავდასხმის შედეგად თელ ავივში არიან დაშავებულები

არსებული ინფორმაციით, ირანის თავდასხმის შედეგად თელ ავივში არიან დაშავებულები

13-06-2025, 23:17 - 2025
519
       

მედიის ინფორმაციით, ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად, თელ ავივში არიან მსუბუქად დაშავებულები.
 
მათი რაოდენობა ამ დროისთვის დადგენილი არ არის.
 
ცნობილია, რომ რაკეტები შვიდ სხვადასხვა ადგილზე ჩამოვარდა, სადაც სამაშველო ეკიპაჟები ტერიტორიის დათვალიერებას აწარმოებენ. გავრცელებული ცნობით, დაზიანდა გარკვეული შენობებიც.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები