ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

13-06-2025, 23:02 - 2025
412
       

ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. როგორც ირანის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოები წერენ, ირანმა საპასუხო მოქმედებები დაიწყო.
 
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმხილველები თელ ავივში კვამლის შესახებ იუწყებიან, რომელიც, სავარაუდოდ, ერთ-ერთი რაკეტის დაცემის შედეგად გაჩნდა. აფეთქებების ხმა ისმის იერუსალიმშიც.
 
ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. საჰაერო განგაშია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები