„ფორმულა 1“-მა რუსეთის გრანპრი გააუქმა

„ფორმულა 1“-მა რუსეთის გრანპრი გააუქმა

25-02-2022, 16:55 - 2022
595
       

FIA-ს განცხადებით, რუსეთს მომავალი სეზონისთვის „ფორმულა 1“-ის გრანპრის მასპინძლობის უფლება ჩამოერთვა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

FIA-ში ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, შეუძლებელია, რომ „ფორმულა 1“-ის გრანპრი რუსეთში ჩატარდეს.

„FIA „ფორმულა 1“-ის მსოფლიო ჩემპიონატი სტუმრობს ქვეყნებს მთელს მსოფლიოში, პოზიტიური ხედვით, ხალხის გაერთიანების, ერების გაერთიანების მიზნით. შეუძლებელია რუსეთის გრან-პრის ჩატარება არსებულ ვითარებაში. ჩვენთვის შოკისმომგვრელია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და იმედი გვაქვს, რომ არსებული კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად გადაწყდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები