2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ ავღანეთიდან 28 ათასი აშშ დოლარის იმპორტი განახორციელა.
საქსტატის მონაცემების თანახმად მიმდინარე წლის 3 თვეში ავღანეთიდან 12 580 აშშ დოლარის ღირებულების 15 ტონა ყურძენი (ახალი ან გამხმარი) შემოვიდა.
15 190 აშშ დოლარის ღირებულების 6 ტონა ისეთი ხილი, როგორიცაა ფინიკი, ლეღვი, ანანასი, ავოკადო, გუაიავა, მანგო და მანგოსტანი და 930 აშშ დოლარის ღირებულების 1 ტონა გამხმარი ნაყოფი.
რაც შეეხება ექსპორტს მიმდინარე წლის 3 თვეში საქართველოდან ავღანეთში 160 ათასი აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა. მათ შორის 79 170 აშშ დოლარის ღირებულების ტრაქტორები და უნაგირა საწევარები. 32 440 აშშ დოლარის სატვირთო ავტომობილები და 49 300 აშშ დოლარის მისაბმელი, ნახევრადმისაბმელი და სხვა მათი ნაწილები.
შეგახსენებთ, 2021 წლის ზაფხულში აშშ ავღანეთიდან გავიდა, რის შემდეგაც ხელისუფლება ხელში თალიბანმა ჩაიგდო.