ზელენსკი - ვერანაირი რაკეტები ვერ შეეწინააღმდეგება ჩვენს თავისუფლებას

ზელენსკი - ვერანაირი რაკეტები ვერ შეეწინააღმდეგება ჩვენს თავისუფლებას

25-02-2022, 13:05 - 2022
484
       

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ბედი უკრაინელებზეა დამოკიდებული.

ზელენსკის თქმით, უკრაინელების ბრძოლას თავისუფლებისთვის ვერანაირი რაკეტავერ შეაჩერებს.

„ჩვენ ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს დღესაც, ისევე როგორც გუშინ. შეაჩერეთ მტერი ყველგან, ყველგან, სადაც ხედავთ. უკრაინის ბედი დამოკიდებულია ჩვენზე, უკრაინელებზე. ჩვენ გარდა ვერავინ მართავს ჩვენს ცხოვრებას. ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ, ჩვენს უკან არის სიმართლე, ჩვენი განადგურება შეუძლებელია და რაკეტები ვერ შეეწინააღმდეგება ჩვენს თავისუფლებას“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები