მარნეულში, თხრილში 2 მუშა ჩავარდა | ერთი დაიღუპა

მარნეულში, თხრილში 2 მუშა ჩავარდა | ერთი დაიღუპა

9-05-2025, 18:22 - 2025
1 371
       

არსებული ინფორმაციით, თხრილში დღეს ორი მუშა ჩავარდა. ერთი დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში გადაიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივი გამოცემა Aktual.ge ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, შემთხვევა კანალიზაციის სისტემის მონტაჟის დროს მოხდა. სამუშაოებს კომპანია China Group აწარმოებს და მუშებიც სწორედ ამ კომპანიის თანამშრომლები არიან. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

ფოტო:ჯეიჰუნ მუჰამედალი

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები