ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.
მისი თქმით, ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანის მიზნით, იმპორტიორებისთვის სავალდებულო ხდება ფარმაცევტული პროდუქტის GMP-ის სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი საბუთის წარდგენა.
„მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. პირველი ეხება იმპორტიორებისთვის აუცილებელი წესით GMP-ის სერტიფიკატის მოთხოვნას. როგორც გახსოვთ, პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა ადგილობრივი მწარმოებლებისთვის მიმდინარე წლის განმავლობაში ამ სერტიფიკატზე გადასვლის აუცილებლობა. თანაბარ პირობებში რომ ყოფილიყო როგორც მედიკამენტის ადგილობრივი მწარმოებელი, ისე იმპორტიორი, ჩვენ დაჩქარებული წესით შეგვაქვს კანონში ცვლილება და იმპორტიორებს ვთხოვთ GMP-ის სერტიფიკატს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.