აქციაზე პოლიციელების მიერ ნაცემი სერგი ჟვანია კლინიკაში მოათავსეს

აქციაზე პოლიციელების მიერ ნაცემი სერგი ჟვანია კლინიკაში მოათავსეს

1-05-2023, 03:24 - 2023
53
       

აქციაზე პოლიციელების მიერ ნაცემი სერგი ჟვანია კლინიკაში მოათავსეს.

ამის შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები ავრცელებენ.

როგორც ჩვენთან საუბარში სერგის ოჯახის წევრი აცხადებს, ის 30 აპრილს მშვიდობიანი აქციაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მას პოლიციელები დაესხნენ თავს და სასტიკად გაუსწორდნენ, ამის გამო კი ის კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს.

დეილი ინფო ესაუბრა, კლინიკის ექიმს სადაც სერგი ჟვანია, არის მოთავსებული. მისი თქმით, პაციენტი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ იქნა შეყვანილი, თავის და ქვედა კიდურების მიდამოებში ტკივილით ასევე, გულმკერდის არეში, ჩატარებულ იქნა ყველა საჭირო გამოკვლევა, პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და გადის მკურნალობას კლინიკაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები