განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ლაგოდეხში პოლიციელის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ლაგოდეხში პოლიციელის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
18-04-2021, 22:42
ავტორი: მერი ტაბატაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაგოდეხში პოლიციელის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

მათი ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებულ ქ.ნ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ლაგოდეხში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.ნ-მ პოლიციის თანამშრომელს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ცივი იარაღით ხელის არეში დაზიანება მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს", - აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
მოინახულეს 84-ჯერ
კომენტარები