განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

აკაკი მინაშვილი - დოკუმენტით გათვალისწინებული გზა, ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელად, სწორი არ არის

აკაკი მინაშვილი - დოკუმენტით გათვალისწინებული გზა, ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელად, სწორი არ არის
18-04-2021, 21:41
ავტორი: მერი ტაბატაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშლის დოკუმენტით გათვალისწინებული გზა, ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელად, სწორი არ არის.

როგორც მინაშვილი ამბობს, ვადამდელი არჩევნების თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა არასწორია, რადგან ადგილობრივი და ფედერალური არჩევნები ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავდება. მისივე თქმით, შესაძლებელია ამომრჩეველმა თვითმმართველობის არჩევნებზე სხვა, ხოლო ფედერალურ არჩევნებზე სხვა პარტიას დაუჭიროს მხარი. 

„გვაქვს წუხილი დოკუმენტის რაღაც ნაწილთან დაკავშირებით. კარგია, რომ იქ საუბარია ორივე პოლიტპატიმარზე, თუმცა ამნისტიასთან დაკავშირებით იცით თქვენ ნიკა მელიას წუხილი, რომ ამნისტია არ უნდა გავრცელდეს ყველა იმ ადამიანზე, ვინ 20 ივნისს ძალადობა გამოიყენა. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ჩვენ არ ვხედავთ, რომ ის რაც შემოთავაზებულია არის სწორი გზა იმისთვის, რომ ვადამდელ არჩევნებამდე მივიდეთ. რადგან თვისობრივად განსხვავებული არჩევნებია ადგილობრივი და ფედერალური არჩევნები, რადგან ადგილობრივზე შეიძლება ხმა მისცეს სხვა პარტიას და ფედერალურზე სხვას. ამ ორ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვაქვს წუხილები, მოლაპარაკებები გრძელდება, დისკუსია და დიალოგი არ დასრულებულა, ვნახოთ როგორ გაგრძელდება პროცესი", - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე მხოლოდ ოპოზიცია მივიდა. მანამდე მთელი დღის განმავლობაში შეხვედრა რამდენჯერმე გადაიდო. 

შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მხარეებს წარუდგინეს ახალი დოკუმენტი, სადაც ჩაიწერა პუნქტები ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შესახებ.

გაზიარება
მოინახულეს 84-ჯერ
კომენტარები