თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი სომხეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას მკაცრად გმობს.
როგორც ჩავუშოღლუ აღნიშნავს, კავკასიამ მოიპოვა სტაბილურობისა და მშვიდობის შანსი, რომელიც არ უნდა დაკარგოს.
„მკაცრად ვგმობთ, სახელმწიფო გადატრიალებასა და გადატრიალების მცდელობებს, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. კავკასიამ მოიპოვა სტაბილურობისა და მშვიდობის შანსი, რომელიც არ უნდა დაკარგოს“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუ.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც გამოხატა მტკიცე პროტესტი გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და ნიკოლ ფაშინიანისა და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.
თურქეთი სომხეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას მკაცრად გმობს
25-02-2021, 16:27
ავტორი: მერი ტაბატაძე
გაზიარება
მოინახულეს 138-ჯერ