განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ამირან გამყრელიძე - ქვეყანა მესამე ტალღის დაწყების ზღვარზეა

ამირან გამყრელიძე - ქვეყანა მესამე ტალღის დაწყების ზღვარზეა
7-04-2021, 14:57
ავტორი: მერი ტაბატაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა მესამე ტალღის დაწყების ზღვარზეა.

მისი თქმით, მოსახლეობამ უნდა დაიცვას რეკომენდაციები, თუ შეზღუდვების დაწესება არ უნდათ.

„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რთულდება ქვეყანაში, ეს დასამალი არ არის. ბოლო 20 დღის განმავლობაში ყველა ინდიკატორი, რომელიც პანდემიას ახასიათებს, გაუარესდა. ჩვენ ვართ მესამე ტალღის დაწყების ზღვარზე. ეპიდსიტუაცია არის დაახლოებით ისეთი, როგორც გვინდა სექტემბრის ბოლოს ოქტომბრის პირველ ნახევარში. უნდა დავიცავთ ის რეკომენდაციები, რომელიც ქვეყანაში არსებობს, თუ არ გვინდა შეზღუდვები", - განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება
მოინახულეს 78-ჯერ
კომენტარები