სომხეთის გენშტაბი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მთავრობის გადადგომას ითხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც გენშტაბი აცხადებს, ამის მიზეზი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის დაუსაბუთებელი გათავისუფლებაა. მათივე თმით, პრემიერ-მინისტრს და მთავრობას არ შეუძლიათ ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება.
„სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი გამოხატავს მკაცრ პროტესტს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შორსმჭვრეტელი და დაუსაბუთებელი მიზეზების გამო, რაც განხორციელდა მხოლოდ პირადი და ამბიციური გრძნობების საფუძველზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სომხეთის გენშტაბი ნიკოლ ფაშინიანისა და მთავრობის გადადგომას ითხოვს
25-02-2021, 14:02
ავტორი: მერი ტაბატაძე
გაზიარება
მოინახულეს 108-ჯერ