ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი, „ფეისბუქში“ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.
აპატურაი წერს, რომ „ენმ“-ის ოფისთან განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულები არიან.
„საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან ვაკვირდებით. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება ღრმად შემაშფოთებელია. ნატო ელოდება, რომ საქართველო, როგორც ახლო პარტნიორი და ასპირანტი, შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა შესრულებასა და შენარჩუნებაზე ასე ძლიერად იშრომა. ეს მოიცავს პოლიტიკური უთანხმოებების მოგვარებას დიალოგის გზით და პოლარიზებული რიტორიკისა და ქმედებების თავიდან აცილებას", - წერს აპატურაი.
ჯეიმს აპატურაი - მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება ღრმად შემაშფოთებელია
23-02-2021, 13:16
ავტორი: მერი ტაბატაძე
გაზიარება
მოინახულეს 70-ჯერ