განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

გახარიამ „ქართული ოცნებიდან“ განხეთქილება გამოიტანა და დაასუსტა გუნდი, რომელიც კუნთებს ათამაშებს - ხოშტარია

გახარიამ „ქართული ოცნებიდან“ განხეთქილება გამოიტანა და დაასუსტა გუნდი, რომელიც კუნთებს ათამაშებს - ხოშტარია
18-02-2021, 11:27
ავტორი: სოფიო შავაძე

„გიორგი გახარიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, იგი გადადგა გავრილოვის თემის გამო და პასუხისმგებლობა აიღო 20 ივნისის ამბებზე, ეს არის დასტური იმის რომ ქვეყანაში არის ღრმა პოლიტიკური კრიზისი“, - ამის შესახებ „მთავართან“  სამოქალაქო აქტივისტმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისი თქმით, კრიზისის განსამუხტად საჭიროა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები და პოლიტიკური დევნა შეწყდეს, რადგან „ქართული ოცნებიდან“ განხეთქილება გიორგი გახარიამ გამოიტანა და დაასუსტა გუნდი, რომელიც კუნთებს ათამაშებს.

„პირველ რიგში არ შემიძლია არ გამოვხატო პატივისცემა, გიორგი გახარიამ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო,  ეს არის გადაწყვეტილება რომელიც არის ქვეყნის და არა რაღაც ჯგუფის ინტერესებში. როდესაც თქვა რომ ის უბრალოდ არ გაიპარა როგორც სხვა პრემიერები და მან თქვა პირდაპირ რომ ის არის ამ პოლარიზაციის და ნიკა მელიას დაჭერის წინააღმდეგი. ეს არის ნამდვილად გაბედული ნაბიჯი ოცნებისგან და ეს არის გადადგმული ნაბიჯი იმისთვის რომ, რეალურად ოცნების მხარდამჭერებმაც დაინახონ, რომ ეს არის საშიში აბსოლუტურად ყველასთვის. თან მნიშვნელოვანია რომ ის გადადგა გავრილოვის თემის გამო და მას  პასუხისმგებლობა 20 ივნისზე გააჩნია,  მეორე ეს არის დასტური იმის რომ ქვეყანაში არის ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისი და ჩვენ უნდა გადავიდეთ ქმედით ნაბიჯებზე, რათა განვმუხტოთ ეს კრიზისი, ანუ უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები და პოლიტიკური დევნა შეწყდეს.  ქართული ოცნების წევრები კუნთებს ათამაშებენ  და ფაქტია რომ ისინი ამ ნაბიჯით ყველას თვალში უკიდურესად დასუსტდნენ, საქართველოს მოქალაქეების და მათი ამომრჩევლების  და ასევე საერთაშორისო პარტნიორების თვალში, ფაქტია რომ გახარიამ გამოიტანა ეს განხეთქილება შიგნიდან და პრაქტიკულად დაასუსტა ის გუნდი რომელიც კუნთებს ათამაშებს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გაზიარება
მოინახულეს 159-ჯერ
კომენტარები