განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

დავით სერგეენკო - ვაქცინისთვის წინასწარ ჩარიცხულია 4 მილიონი დოლარი

დავით სერგეენკო - ვაქცინისთვის წინასწარ ჩარიცხულია 4 მილიონი დოლარი
12-01-2021, 18:42
ავტორი: სალომე მამნიაშვილი

„ვაქცინისთვის წინასწარ უკვე ჩარიცხულია 4 მილიონი დოლარი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თმით, ვაქცინის რეგისტრაცია დადგენილი წესის მიხედვით უნდა მოხდეს.

„პასუხისმგებლობა გამოიხატება იმაში, რომ ამ ვაქცინის რეგისტრაცია მოხდეს შესაბამისად დადგენილი წესის მიხედვით. პასუხისმგებლობა არის იმაზე, რომ გამოყენება მოხდეს ჩვენების მიხედვით და თუკი იშვიათად მოხდა რაიმე სახის რეაქცია, ამ რეაქციის მართვა და მკურნალობა უზრუნველყოს სახელმწიფომ.

გარკვეული თანხა, შეიძლება დეპოზიტიც ვუწოდოთ ამას, უნდა ჩაერიცხა სახელმწიფოს იმისათვის, რომ ჰქონოდა მზადყოფნა და მე როგორც ვიცი, 4 მილიონი დოლარი უკვე ჩარიცხულია”, - განაცხადა სერგეენკომ.

გაზიარება
მოინახულეს 75-ჯერ
კომენტარები