რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, ელვირა ნაბიულინას თქმით, რუსეთში პროდუქტების მარაგები იწურება.
მისი სიტყვებით - „პერიოდი, როდესაც რუსეთს მარაგებით შეეძლო ეცხოვრა, დასრულდა“.
„სანქციები პირველად შეეხო ფინანსურ ბაზარს, მაგრამ ახლა ისინი დაიწყებენ მზარდ გავლენას ეკონომიკის რეალურ სექტორებზე. მთავარი პრობლემები დაკავშირებული იქნება არა ფინანსურ ინსტიტუტების სანქცირებასთან, არამედ იმპორტთან და საგარეო ვაჭრობის ლოჯისტიკისა და მომავალში რუსული პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვასთან“, - განაცხადა ნაბიულინამ.