კობახიძე - პრეზიდენტის პოსტი არის სიმბოლური, ამიტომ დავუჭირეთ მხარი სალომე ზურაბიშვილს

კობახიძე - პრეზიდენტის პოსტი არის სიმბოლური, ამიტომ დავუჭირეთ მხარი სალომე ზურაბიშვილს
25-03-2022, 22:02 - 2022
2 251

„პრეზიდენტის პოსტი არის სიმბოლური, ამიტომ დავუჭირეთ მხარი სალომე ზურაბიშვილს“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც თქვა, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას უნდა ეღირსოს ავტოკეფალია.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტს არ უნდა ეგონოს, რომ იცის მთავრობაზე მეტი.
 
პრეზიდენტს, მითუმეტეს საპარლამენტო სისტემაში, არ უნდა ეგონოს, რომ იცის პატრიარქზე მეტი და არ უნდა ეგონოს, რომ იცის მთავრობაზე მეტი. 
 
ჩვენ ხომ მხარი დავუჭირეთ ერთი მხრივ პრეზიდენტს და მეორე მხრივ პრემიერ-მინისტრს. ჩვენ რომ ვიცოდით რა სისტემა იყო, იმიტომ დავუჭირეთ მხარი სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის პოზიციაზე და არა პრემიერის პოზიციაზე. ჩვენ რომ გვდომოდა, სალომე ზურაბიშვილს განესაზღვრა და განეხორციელებინა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, მაშინ დავუჭერდით მხარს არა პრეზიდენტის პოსტზე, რაც არის სიმბოლური, არამედ პრემიერის პოსტზე. რატომ არ გავაკეთეთ ეს? 
 
იმიტომ, რომ ჩვენ ნდობა გამოვუცხადეთ ირაკლი ღარიბაშვილს, ნდობა გვაქვს მის მიმართ, რომ ის სწორად განახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას და პრეზიდენტს იმ როლში დავუჭირეთ მხარი, რაც აქვს კონსტიტუციით მიკუთვნებული და ეს არის არსებითად სიმბოლური როლი“
, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა