განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ირაკლი კობახიძე - ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა “ქართული ოცნების" კანდიდატებს

ირაკლი კობახიძე - ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა “ქართული ოცნების" კანდიდატებს
21-11-2020, 23:25
ავტორი: სალომე მამნიაშვილი

“ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა "ქართული ოცნების" კანდიდატებს”, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჩვიდმეტივე დეპუტატობის კანდიდატი დამაჯერებლად იგებს ამ არჩევნებს.

“ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა “ქართული ოცნების” კანდიდატებს აღნიშნულ ჩვიდმეტ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. ამით ჩვენ გავიმეორეთ ის შედეგი ხმების თვალსაზრისით, რაც გვქონდა არჩევნების პირველ ტურში ამავე ოლქებში, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის, როგორც უკვე ავღნიშნე ჩვიდმეტივე დეპუტატობის კანდიდატი დამაჯერებლად იგებს ამ არჩევნებს”, - განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
მოინახულეს 143-ჯერ
კომენტარები