საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომში 100-ზე მეტ სოფელზე კონტროლი დაკარგა.
2008 წლიდან დღემდე რუსული ოკუპაცია ქართულ სოფლებზე გრძელდება.
ოთხ წლიანი პაუზის შემდეგ, 2012 წელს მცოცავი ოკუპაცია დაემუქრა ქართულ სოფლებს.
მცოცავი ოკუპაციის პირველი მსხვერპლი სოფელი მეჯვრისხევი იყო.
2013 წელს მცოცავი ოკუპაციის მსხვერლ სოფელთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა - გუგუტიანთკარი, დვანი, დირბი, დიცი, ერგნეთი, თვაურები, კოდა, ღოღეთი, საკორინთლო, ცერონისი, ჯარიაშენი, კნოლევი, ავლევი, ბერშუეთი და ფახულანი - ეს იმ სოფლების ჩამონათვალია, რომლებსაც რუსული ოკუპაცია 2013 წელს მცოცავი ოკუპაციით დაემუქრა.
ამ სიას 2014 წელს ატოცი და კერე, ხოლო 2015-ში ქარძმანი და წითელუბანი შეემატა.
ერთ წლიანი „შესვენების“ შემდეგ რუსულმა ძალოვანებმა საზღვრის გადმოწევა განაახლეს და ოთხი წლის განმავლობაში ზემოთ მოყვანილ სიას ოთხი სოფელი
მიემატა - ხურვლეთი(2017), ჭვრინისი (2018), ჩორჩანა (2019) და მერეთი (2020).
2008 წლიდან დღემდე საქართველოს 124-ზე მეტი სოფელი ოკუპირებულია ან მცოცავი ოკუპაციის მსხვერპლია.
2008-2020 წლებში რუსული ოკუპაციის შედეგად დაკარგული სოფლები
11-11-2020, 19:44
ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე
გაზიარება
მოინახულეს 347-ჯერ