კობახიძე - უკრაინის გაწევრიანებას EU-ში დასჭირდება მრავალი წელი

კობახიძე - უკრაინის გაწევრიანებას EU-ში დასჭირდება მრავალი წელი
1-03-2022, 17:09 - 2022
438

„უკრაინის გაწევრიანებას EU-ში დასჭირდება მრავალი წელი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოება ემოციურად აჟიტირებულია.
 
„არის მე ვიტყოდი ემოციური აჟიოტაჟი შექმნილი და ეს ემოციური აჟიოტაჟი არის შექმნილი არასწორი ინფორმაციების გავრცელების საფუძველზეც.

საზოგადოებას რომ განვუმარტოთ რასთან გვაქვს ჩვენ საქმე, საქმე გვაქვს იმასთან, რომ ომის გათვალისწინებით, უკრაინას შესთავაზეს დაჩქარებული წესით რისი განხილვა - ეს არის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა, აქ არაა საუბარი უკრაინის გაწევრიანებაზეც კი, საუბარია უკრაინისთვის კანდიდატის პერსპექტივის მინიჭებაზე, ეს არის რაზეც საუბრობენ ევროკავშირის წარმომადგენლები და ლიდერები.

ასეც და ისეც, რა თქმა უნდა, იგივე უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში დასჭირდება მრავალი წელი, იმიტომ, რომ არსებობს კონკრეტული სამართლებრივი დოკუმენტი, რომელის მიხედვითაც, ვიდრე არ შესრულდება ყველა ვალდებულება, მანამდე ვერცერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა