რუსეთში მიმავალი სერბეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი მოსკოვში ვერ ჩაფრინდა

რუსეთში მიმავალი სერბეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი მოსკოვში ვერ ჩაფრინდა

7-05-2025, 22:53 - 2025
607
       

მოსკოვში მიმავალი სერბეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი იძულებით ბაქოში დაჯდა. 
 
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
 
არსებული ცნობებით, მოსკოვში მიმავალი სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თვითმფრინავი იძულებით ბაქოში დაჯდა. მედიის ცნობით, აღნიშნული ინციდენტი უკრაინის წინააღმდეგ ომსა და რუსეთის საჰაერო სივრცეში სამხედრო ოპერაციებს უკავშირდება.
 
განახლებული ინფორმაციით, ვუჩიჩი ბაქოდან მოსკოვში უკვე გაფრინდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები