UFC-ის მებრძოლმა, ილია თოფურიამ PBD Podcast-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მას გადაცემის წამყვანმა ჰკითხა თავს უფრო ქართველად თვლიდა თუ ესპანელად, რაზეც მებრძოლმა ასეთი პასუხი გასცა: „ეს იგივე კითხვაა, დედა უფრო გიყვარს თუ მამა“.
ცნობისთვის, „ლეგენდის“ შემდეგი მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით, უცნობია. ჭორების თანახმად, ილია დიდი ალბათობით, ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება, თუმცა თოფურიას მომდევნო მეტოქესთან დაკავშირებით UFC-ის ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.