„ქართული ოცნება“ 24%, „ნაციონალური მოძრაობა“ 9% - NDI-ის კვლევა

„ქართული ოცნება“ 24%, „ნაციონალური მოძრაობა“ 9% - NDI-ის კვლევა

27-01-2022, 13:27 - 2022
517
       

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევით, გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 42%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია. კერძოდ, გამოკითხულთა 24%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ყველას ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 9%-ის აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“, 8%-ის აზრით კი სხვა პარტია.

კვლევაში აღნიშნულია, რომ გამოკითხულთა 41% ფიქრობს, რომ მის შეხედულებასთან ახლოს არც ერთი პარტია დგას, ხოლო 17%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.

ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები