ბათუმში, სასტუმრო „რედისონთან“ სპეციალური დანიშნულების რაზმები არიან მობილიზებულები. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილზე სპეციალური ავტობუსებით მიიყვანეს.
ამ დროისთვის უცნობია, უკავშირდება თუ არა სპეცრაზმის უპრეცედენტო მობილიზება საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციას.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ზვისპირა ქალაში, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასმა საპროტესტო მანიფესტი გამართა. „ახალი თეატრი“ მოქალაქეთა წინაშე ევროპის მოედანზე წარდგა. მანიფესტის დასრულების შემდეგ, გაფიცულმა ხელოვანებმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან გადაინაცვლეს.
ბათუმში დღეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც ჩავიდა. იგი სამოქალაქო აქტივისტებს, მედიის წარმომადგენლებსა და რიგით მოქალაქეებს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა დღის ბოლოს ბსუ-სთან შეკრებილ ადამიანებს სიტყვითაც მიმართა.