არსებული ინფორმაციით, „ოცნების“ დეპუტატებს, ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს, ასევე მათ მეგობარს, ვინმე გოგოლაძეს დუბაიში პატიმრობა ემუქრებათ.
მათ ამ ქმედებებზე აბუ-დაბის კანონმდებლობით, სასჯელი მოიცავს:
1. ჯგუფური ძალადობა: 3-7 წლამდე პატიმრობა.
2. სხეულის დაზიანება: დამატებით 1-3 წელი.
3. სიტყვიერი შეურაცხყოფა: ჯარიმა 5,000-50,000 დირჰამამდე.
4. თეფშის სროლა და თანამშრომლის დაზიანება: 1-5 წლამდე პატიმრობა.
5. ქონებრივი ზიანის მიყენება: ზიანის ანაზღაურება + ჯარიმა 50,000 დირჰამამდე.
საერთო ჯამში, სასჯელი 5-12 წლამდე პატიმრობა ან დიდძალი ჯარიმის გადახდა.
ასევე ცნობილია, რომ დეპუტატების მეგობარი, ვინმე გოგოლაძე უკვე დაკავებულია.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. დეპუტატებმა, ზარქუამ და სანიკიძემ, ასევე მათმა მეგობარმა, დუბაიში ერთ-ერთ რესტორანში საქართველოს მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.