რეკლამა
ჯო ბაიდენი: უახლოეს მომავალში აღმოსავლეთ ევროპისა და ნატო-ს ქვეყნებში აშშ-ს ჯარებს გადავიყვანთ

ჯო ბაიდენი: უახლოეს მომავალში აღმოსავლეთ ევროპისა და ნატო-ს ქვეყნებში აშშ-ს ჯარებს გადავიყვანთ

29-01-2022, 02:06 - 2022
617

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ის „უახლოეს პერსპექტივაში“ აღმოსავლეთ ევროპისა და ნატო-ს ქვეყნებში აშშ-ს ჯარებს გადაიყვანს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„უახლოეს პერსპექტივაში, მე გადავიყვან ჯარებს აღმოსავლეთ ევროპასა და ნატო-ს ქვეყნებში, თუმცა არც ისე ბევრს “, - განუცხადა ჯო ბაიდენმა.

პენტაგონის განცხადებით, ევროპაში გასაგზავნად 8 500 ამერიკელი ჯარისკაცი მზადყოფნაშია. პენტაგონის ცნობით, მათ შორის არის „სამედიცინო, საავიაციო და ლოგისტიკური მხარდაჭერა“.

ბაიდენმა კომენტარები მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ს უმაღლესმა სამხედრო გენერალმა, გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ გააფრთხილა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში ქვეყნისთვის „საშინელი” იქნება და „მნიშვნელოვან“ მსხვერპლს გამოიწვევს.

რეკლამა
რეკლამა
მსგავსი სიახლეები
რეკლამა