ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილებაა აკრძალული.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.