პრეზიდენტი: ამ ქვეყანაში ინიციატივები და პროცესები არის ზემოდან მართული

პრეზიდენტი: ამ ქვეყანაში ინიციატივები და პროცესები არის ზემოდან მართული

28-01-2022, 08:07 - 2022
450
       

„ჩვენ ვართ მიჩვეული იმას, რომ ამ ქვეყანაში ინიციატივები და პროცესები არის ზემოდან, ვერტიკალიდან მართული“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული შეთანხმების საკითხზე მედიის წარმომადგენლებთან მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უნდა შექმნას სივრცე, სადაც საზოგადოებას საკუთარი ხმის დაფიქსირების საშუალება ექნება.

„ჩვენ ვართ მიჩვეული იმას, რომ ამ ქვეყანაში, და დიდი ხანია ეს გრძელდება, ინიციატივები და პროცესები არის ზემოდან მართული, ვერტიკალიდან მართული და საზოგადოებამ რეალურად დაკარგა თავისი ხმის თქმის უფლება. თუნდაც როცა ხმას აძლევს არჩევნებზე იქ ითვლება, რომ მისი მანდატი არც არსებობს და მანდატის მიუხედავად არ შეხვიდე საკრებულოში, რაც სრულიად გაუგებარია. ვინც მიიღო საზოგადოების ხმა, ამ ხმას უნდა მიყვეს. დროულია, რომ დავუბრუნდეთ საზოგადოება და მათ მივცეთ საშუალება რომ საუბრის სივრცე დაიბრუნონ”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები