ქართველების კონტრშეტევის შემდეგ „ვაგნერმა“ პოზიციები დათმო | რუსები ბახმუტს ტოვებენ

ქართველების კონტრშეტევის შემდეგ „ვაგნერმა“ პოზიციები დათმო | რუსები ბახმუტს ტოვებენ
25-05-2023, 13:06 - 2023
260

რუსეთის კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ ბახმუტიდან გადის.


ამის შესახებ განცხადება დაჯგუფების მეთაურმა, ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა.

„ბახმუტიდან გაგვყავს საბრძოლო ნაწილები. 

1 ივნისამდე ძირითადი ნაწილი უკანა ბანაკებში გადავა. პოზიციებს სამხედროებს გადავცემთ. 

მაგრამ თუ სამხედროებს გაუჭირდებათ, ჩვენ დავტოვებთ მათ, ვისაც მთავარი როლი ჰქონდა ბახმუტის აღებაში“, - ნათქვამია ჩანაწერში, რომელიც მისი პრესსამსახურის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი პარტიზანები რამდენიმე დღეა გაუჩერებლად იბრძვიან ბახმუტის შესასვლელებთან, მათ გუშინ ღამით მოახერხეს ქალაქ ბახმუტის ტერიტორიაზე შესვლა, ხოლო დღეს გარკვეული უპირატესობაც მოიპოვეს.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა