რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მხარეს მებრძოლი დივიზია შეიჭრა - განცხადება

რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მხარეს მებრძოლი დივიზია შეიჭრა - განცხადება
22-05-2023, 20:27 - 2023
347

რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში კოზინკასა და გორა-პოდოლის დასახლებებში უკრაინის მხარეს მებრძოლი დივიზია, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ და „რუსეთის თავისფულება“ შეიჭრა.


განცხადებას დამოუკიდებელი არმია თავად ავრცელებს.

ბელგოროდის გუბერნატორმა კი, განაცხადა, რომ უკრაინის დივერსიულმა და სადაზვერვო ჯგუფებმა რეგიონის საზღვარი გადაკვეთეს.

„რუსეთის სამხედრო ძალების სასაზღვრო სამსახური, FSB და რუსეთის ეროვნული გვარდია ერთად იღებენ საჭირო ზომებს, რათა მტერი გაანეიტრალონ. დეტალებს მოგვიანებით შეგატყობინებთ“, - წერს გუბერნატორი Telegram-ის არხზე. 

კომენტარები
ბოლოს დამატებული
სხვა სიახლეები