მიხეილ სააკაშვილი: „ქართული ოცნების“ რყევის პროცესი სახეზეა

მიხეილ სააკაშვილი: „ქართული ოცნების“ რყევის პროცესი სახეზეა
31-01-2022, 18:27 - 2022
539

„მივესალმები რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას“, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში ვკითხულობთ.

მისი თქმით, პრინციპული ნაბიჯებითა და საერთო ძალისხმევით ხელისუფლების დამარცხება  შესაძლებელია. სააკაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ რყევის პროცესი სახეზეა.

„მიუხედავად უამრავი მცდელობისა, ქართულ ოცნებას ამ ქალაქშიც ჩაუვარდა გეგმა, ხელში ჩაეგდო საკრებულოები, იმ მუნიციპალიტეტების  ნაწილში, სადაც ოპოზიციამ გაყალბების მიუხედავად გამარჯვების გაფორმება შეძლო. 

ეს წარმატება რუსთავში, ისევე როგორც ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, აჩვენებს, რომ პრინციპული ნაბიჯებით და საერთო ძალისხმევით ხელისუფლების დამარცხება  შესაძლებელია და „ქართული ოცნების“ რყევის პროცესი სახეზეა. იმედი მაქვს, ზუგდიდსა და სენაკში მოვლენებიც ანალოგიურად განვითარდება. 

 
ახლა მთავარია, რუსთავში და სხვა საკრებულოებშიც ჩვენი საქმიანობა მიმართული იყოს ჩვენი მოქალაქეების წინაშე არსებული უამრავი პრობლემის წამოწევისთვის, გადაჭრის გზების შეთავაზებისა და ქართული ოცნების კორუფციული ნაბიჯების მხილებისათვის. ჩვენი მოქალაქეების სასიკეთოდ გამარჯვების რწმენით და საყოველთაო აქტიურობით ჩვენ  მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს, რომელიც საქართველოში ვითარების შეცვლისა და სწრაფი განვითარების დასაწყებად ერთადერთი გზა არის”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა