ზარქუა: საცოდაობაა, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება - საცოდაობაა

ზარქუა: საცოდაობაა, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება - საცოდაობაა

22-09-2022, 19:57 - 2022
606
       

„საცოდაობაა, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება - საცოდაობაა, მთავარი ოპოზიციური პარტია გერქვას და პარტიაში ასეთი ბალაგანი გქონდეს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, სიმართლე აღმოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღის წინ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან დიდი ცემა-ტყეპა და საქმის გარჩევები იყო.

ნიკა მელია და მისი მიმდევრები აქამდე დავით კეზერაშვილს ხოტბას ასხამდნენ, თითქოს ის იყო დემოკრატიის შუქურა და გადამრჩენელი. გუშინ გამოვიდა და თქვა, რომ თურმე ახლა მიუღებელია და მასთან სიახლოვე არის უკუსვლა და ანტიდემოკრატიული პროცესი. ვერ ჩამოყალიბდნენ, არ იციან, რა ქნან. ხან - აგინებენ, ხან - ლანძღავენ. ამ კაცს ის ფულები დაუბრუნონ უკან, რაც ამდენი ხნის განმავლობაში გამოართვეს - თავდაცვის სამინისტროსგან და ჩვენი ჯარისკაცებისგან მოპარული ფული... ამის შემდეგ იქნება გულწრფელი მელია. ახლა, როცა ერთმანეთში რაღაცები ვერ გაიყვეს, აღმოჩნდა, რომ თურმე მიუღებელია“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ინფორმაციისთვის, ნიკა მელიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები