რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაბომბეს

რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაბომბეს
11-08-2022, 18:30 - 2022
624

უკრაინული მედია Energoatom-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსებმა დღეს, 11 აგვისტოს, ნაშუადღევს, ისევ დაბომბეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და მიმდებარე ტერიტორია.

მათივე ინფორმაციით, კიდევ ხუთი იერიში დაფიქსირდა სახანძრო სადგურის მიდამოში, თუმცა სადგურზე სიტუაცია ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება.

დღეს, 11 აგვისტოს, რუსებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, ყველაზე დიდი უკრაინასა და ევროპაში. ხუთი დარტყმა დაფიქსირდა სადგურის სამეთაურო პუნქტის მიდამოებში - შედუღების ადგილისა და რადიაციული წყაროების საწყობის გვერდით.  მცირე ფართობზე ბალახს ცეცხლი გაუჩნდა, მაგრამ საბედნიეროდ არავინ დაშავებულა“, - ნათქვამია Energoatom-ის შეტყობინებაში.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა