ისრაელმა ღაზას სექტორზე საჰაერო იერიში განახორციელა

ისრაელმა ღაზას სექტორზე საჰაერო იერიში განახორციელა
6-08-2022, 01:53 - 2022
629

ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ საპასუხოდ, ფართომასშტაბური საჰაერო დარტყმები დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ისრაელის სამხედრო ავიაციის სამიზნე „ისლამური ჯიჰადის“ იარაღის საწარმო ობიექტები, საწყობები და რაკეტის გამშვები პოზიციებია.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის თქმით, ისრაელი არააა დაინტერესებული ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანებით, თუმცა გაანადგურებს მათ, ვინც ისრაელს ემუქრება. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, რადიკალურმა მოძრაობა „ისლამურმა ჯიჰადმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა.

ცნობისთვის, ​დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო რაც ისრაელმა ღაზას მასშტაბით სამიზნეებს დაარტყა, რის შედეგადაც დაიღუპა პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ მოძრაობის  მეთაური. მათ თქვეს, რომ საპასუხო დარტყმა მოჰყვებოდა და თელ-ავივზე იერიშს მიიტანდნენ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა