NASA-ს დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტთა კვლევების ცენტრის (CNEOS) მონაცემებით, უზარმაზარი ასტეროიდი 27 მაისს დედამიწას ჩაუვლის.
ასტეროიდი, სახელად 7335 (1989 JA), ჩვენი პლანეტიდან დაახლოებით 4 მილიონი კილომეტრის მანძილზე გაივლის, ანუ თითქმის ათჯერ უფრო შორს, ვიდრე დედამიწასა და მთვარეს შორის საშუალო მანძილი.
თუმცა, ამ კოსმოსური ქვის ზომიდან (დიამეტრი 1,8 კმ) და დედამიწასთან შედარებით სიახლოვიდან გამომდინარე, NASA-მ მას „პოტენციურად საშიშის“ კლასიფიკაცია მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შეიძლება უდიდესი საფრთხე გახდეს ჩვენი პლანეტისთვის, თუკი ოდესმე მისი ორბიტა შეიცვლება და დედამიწას დაეცემა.
NASA-ს მონაცემებით, 7335 (1989 JA) უდიდესი ასტეროიდია, რომელიც წელს დედამიწას შედარებით ახლოს ჩაუვლის. მეცნიერთა ვარაუდით, ასტეროიდი დაახლოებით 76 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, ანუ ტყვიაზე 20-ჯერ უფრო სწრაფად.
ის დედამიწას 2055 წლის 23 ივნისამდე აღარ მოუახლოვდება.