თბილისის ცენტრში მომხდარი დაპირისპირების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ორ „კანონიერ ქურდს“ შორის, ბიზნესსაქმიანობის გადანაწილებასთან დაკავშირებით მოხდა. ესენი არიან თურქეთში მცხოვრები ირაკლი ყალიჩავა და ლევან მარღია.
გარჩევას ზუგდიდელი ე.წ. მაყურებელი, ხვიჩა ცხაკაია ხელმძღვანელობდა. ის ირაკლი ყალიჩავასთან თურქეთში იყო ჩასული, საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნებული ლევან მარღიას მხარეს დაუპირისპირდა. დაჭრილებიდან ერთ-ერთი სწორედ ცხაკაიაა. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
არსებული ინფორმაციით, გარჩევაში მონაწილეობდა რუსეთში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდიც, თუმცა მისი ვინაობა არ სახელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და განზრახ მკვლელობის მუხლებით.