საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელი, ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ხვდება.
ამის შემდეგ ევროპარლამენტარი საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთანაც გამართავს შეხვედრებს.
შეხვედრების დასრულების შემდეგ სვენ მიქსერი ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე წარდგება.