ქარელის ცენტრში უცნობმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ავტომობილი დაცხრილა.
ინფორმაციას ადგილობრივი ტელეკომპანია „თრიალეთის“ ავრცელებს.
მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარზე, სავარაუდოდ, დაკავებულია 1 პირი. მათივე ცნობით, ავტომობილს მინიმუმ 5 ტყვია აქვს მოხვედრილი.
მედიის მიერ გავრცელებული ფოტოების მიხედვით, დაცხრილულია „სოკარ ჯორჯია გაზის“ ავტომობილი.











