„შეიძლება სტიქია განმეორდეს“ | ბოლო ინფორმაცია ადიგენიდან

„შეიძლება სტიქია განმეორდეს“ | ბოლო ინფორმაცია ადიგენიდან

გუშინ, 07:13 - 2025
231
       

სოფელ გომაროში ღვარცოფის შედეგად, ერთი სახლი დაიტბორა, ადგილზე სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

მერის წარმომადგენლის განცხადებით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. რამდენიმე ოჯახი უსაფრთხოების მიზნით სახლებიდან გაიყვანეს.

„ძლიერი წვიმის შედეგად, მთიდან წამოვიდა დიდი მდინარე და ხევში ქვა–ღორღი ჩამოიტანა. მერიამ გამოუშვა ტექნიკა და ვასუფთავებთ გზას. ერთ სახლში შევარდა ღვარცოფი. სამაშველო ჯგუფი მუშაობს, წყალი ამოტუმბეს უკვე. გზაც გაიხსნა. არავინ არ დაშვებულა. რამდენიმე ოჯახი ღამეს მეზობელთან გაათევს, რადგან არ ვიცით, შეიძლება სტიქია განმეორდეს, უსაფრთხოების მიზნით მოვიქეცით ასე“, - ამბობს რეგიონალურ მედიასთან სოფელ გომაროში მერის წარმომადგენელი, ამირან მიქელაძე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები