განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

აფგან მუხთარლი - სანამ ბიძინა ივანიშვილს გავლენა ექნება საქართველოზე, ობიექტურ გამოძიებას ვერ ვეღირსები

აფგან მუხთარლი -  სანამ ბიძინა ივანიშვილს გავლენა ექნება საქართველოზე, ობიექტურ გამოძიებას ვერ ვეღირსები
8-04-2021, 22:45
ავტორი: სალომე მამნიაშვილი

აფგან მუხთარლი - სანამ ბიძინა ივანიშვილს გავლენა ექნება საქართველოზე, ობიექტურ გამოძიებას ვერ ვეღირსები
„სანამ ბიძინა ივანიშვილს გავლენა ექნება საქართველოზე, ობიექტურ გამოძიებას ვერ ვეღირსები“, - ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არ სჯერა საქართველოს პროკუტარუს და მათი გამოძიების.

„არ მჯერა საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების, რადგან, როდესაც მე გამიტაცეს, მათ შეასრულეს დაკვეთა აზერბაიჯანული ხელისუფლების.
პრემიერ-მინისტრის შეცვლა არსებული ხელისუფლების შეცვლას არ გულისხმობს და შესაბამისად, რჩება ეს პოლიტიკური ძალა, ჩემი გამტაცებელი აქ.

„ქართულ ოცნებაში“ ღირებულებების გარშემო კი არ არიან შემოკრებილნი, არამედ, ერთი მილიარდერის გარშემო.

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ რამდენადაც ბიძინა ივანიშვილს ექნება გავლენა საქართველოზე, ობიექტურ გამოძიებას ვერ ვეღირსები. თუმცა, უნდა ვეცადო“, - განაცხადა აფგან მუხთარლმა.

გაზიარება
მოინახულეს 86-ჯერ
კომენტარები