სტუდენტების გაფიცვისთვის ემზადებიან.
ხვალიდან ისინი პროტესტის ნიშნად აუდიტორიებში აღარ შევლენ და ლექციებს აღარ დაესწრებიან. 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივას, კავკასიის უნივერსიტეტის, ჯიპა-ს, ალტე-ს, სეუ-ს, საქართველოს უნივერსიტეტის, იბსუ-ს, ალტერბრიჯის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სტუდენტებიც უერთდებიან.
ცოტა ხნის წინ კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაკეთდა საგანგებო განცხადება. 
სტუდენტები ამბობენ, რომ ორშაბათიდან სრულ დაუმორჩილებლობას აცხადებენ და აქტიურად ჩაერთვებიან საპროტესტო მოძრაობებში.
 
 
    
    
 
 








 










 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
