განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

მამუკა მდინარაძე - ნიკა მელიას ხვალვე შეუძლია ციხიდან გამოვიდეს, ის პრაქტიულად გათავისუფლებულია

მამუკა მდინარაძე - ნიკა მელიას ხვალვე შეუძლია ციხიდან გამოვიდეს, ის პრაქტიულად გათავისუფლებულია
27-02-2021, 22:47
ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე

„ნიკა მელიას ხვალვე შეუძლია ციხიდან გამოვიდეს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხის შეტანისთანავე შეეძლება ციხის დატოვება.

„ხომ პოლიტპატიმარს ეძახიან? ასეთი „პოლიტპატიმარი“ ოდესმე სადმე თუ გაგიგიათ, რომ მასზე იყოს დამოკიდებული, გავა თუ არა გარეთ.

ის, პრაქტიკულად გათავისუფლებულია, მას უთხრეს, შენ შეგეფარდება კვლავ გირაო, კვლავ გექნება იგივე შესაძლებლობა, თუ შენ კანონის ჩარჩოებში ჩაჯდები. რაზე ვლაპარაკობთ, წარმოგიდგენიათ?

ახლა „გეხვეწება“ სახელმწიფო, პროკურატურა, ამ შემთხვევაში, შენ კანონის ჩარჩოში მოექცევი თუ არა, ამ ფორმალურ ნაწილს დააკმაყოფილებ თუ არა, შენ თავისუფალი ხარ.

ხვალვე შეუძლია, გამოვიდეს ციხიდან გირაოს თანხის შეტანის შემთხვევაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
მოინახულეს 327-ჯერ
კომენტარები