განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა - ცნობილია რა საკითხები განიხილეს პარტიებმა

ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა - ცნობილია რა საკითხები განიხილეს პარტიებმა
27-02-2021, 19:37
ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე

„ე.წ დეპუტატები იძულებული იქნებიან საკუთარი მანქანებიდან გადმოსხდნენ, რადგან პროტესტს საავტომობილო გზაზე ვაპირებთ“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აქცია მიზნად არ ისახავს დეპუტატების გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა.

„შეხვედრაზე ძირითადად განვიხილეთ სამშაბათის საპროტესტო ღონისძიება, რომელიც ჩატარდება საქართველოს პარლამენტის შენობასთან.
აქცია მიზნად არ ისახავს ე.წ. დეპუტატების გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას საფეხმავლო ნაწილზე.

ისინი იძულებული გახდებიან, ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ფონზე, გადმოსხდნენ საკუთარი ძვირად ღირებული მანქანებიდან, რადგან საავტომობილო გზაზე ვაპირებთ, გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი მშვიდობიანი გზით.

შემდეგ ასევე იქნება აქციები კანცელარიასთან ისევე, როგორც სასამართლოსთან, პოლიციის შენობასთან. თუმცა დღევანდელი შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო სწორედ უახლოესი აქციის, ანუ სამშაბათის აქციის დაგეგმვას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გაზიარება
მოინახულეს 219-ჯერ
კომენტარები