განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

აშშ-ის ავიაციამ სირიაში ირანისგან მხარდაჭერილი მებრძოლების სამხედრო ინფრასტრუქტურა დაბომბა

აშშ-ის ავიაციამ სირიაში ირანისგან მხარდაჭერილი მებრძოლების სამხედრო ინფრასტრუქტურა დაბომბა
26-02-2021, 11:41
ავტორი: მერი ტაბატაძე

აშშ-ის ავიაციამ აღმოსავლეთ სირიაში ირანისგან მხარდაჭერილი მებრძოლების სამხედრო ინფრასტრუქტურა დაბომბა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალჯაზირა
ავრცელებს.

„პრეზიდენტ ბაიდენის მითითებით, აშშ-ს სამხედრო ძალებმა ამ საღამოს ადრე აწარმოეს საჰაერო თავდასხმები ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომელსაც იყენებენ ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლი ჯგუფები აღმოსავლეთ სირიაში”, - განაცხადა პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ.

კირბის თქმით, ავიაიერიშები ერაყში ამერიკელ და კოალიციურ პერსონალზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებზე პასუხი იყო.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, იერიში ერაყის საზღვრის მახლობლად ჯამში შვიდ სამიზნეზე მიიტანეს.

არსებული ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად სულ მცირე 17 მებრძოლი დაიღუპა.

გაზიარება
მოინახულეს 93-ჯერ
კომენტარები