მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია ლუგანსკშიც გამოცხადდა

მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია ლუგანსკშიც გამოცხადდა
18-02-2022, 21:49 - 2022
631

ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა, ლეონიდ პასეჩნიკმა, მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადა.

პასეჩნიკმა მოსახლეობას რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებისკენ მოუწოდა.

„სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლის არიდების მიზნით მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომლებსაც არ მიუღიათ მობილიზაციის ბრძანება და არ არიან ჩართული სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებაში, გაემგზავრონ რუსეთის ფედერაციაში რაც შეიძლება მალე“, - განაცხადა ლეონიდ პასეჩნიკმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაშიც მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადდა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა